ბრენდის შესახებ

LB არის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ფრჩხილებისთვის.

გელებისა და გელ-ლაქების წარმოება ხდება ევროპაში.

ქარხანა-მწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე 25 წელია მუშაობს და თავის პროდუქციას 80-მდე ქვეყანაში აწვდის.

ქარხნის ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, სადაც მუშაობენ უმაღლესი კლასის პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავის მომხმარებლებს მაღალხარისხოვანი პროდუქციით.

ჩვენ, კომპანია "LB - ყველაფერი ფრჩხილებისთვის" გვაქვს ექსკლუზიური პირობები მწარმოებელთან საქართველოში პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ქართულ ბაზარზე არ მოხდეს ჩვენი ბრენდის ფალსიფიკაცია, რადგან უაღრესად ვუფრთხილდებით კომპანიის რეპუტაციას.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში.

ჩვენი მაღაზიები "LB Nail Shop" ფუნქციონირებს თბილისში და ბათუმში.

ჩვენ ასევე გვაქვს ინტერნეტ-მაღაზია. სხვათა შორის, ახლა აქ ხართ, მოგესალმებით!

ინტერნეტ-მაღაზიის დახმარებით, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.


ჩვენი მენეჯერები მზად არიან უპასუხონ თქვენ შეკითხვებს 24 საათის განმავლობაში.


ჩვენ ვეწევით აქტიურ სოციალურ ცხოვრებას:

  • ვატარებთ თემატური სემინარებს;
  • გავცემთ სერთიფიკატებს;
  • ვეხმარებით გამოუცდელ ოსტატებს უფასო კონსულტაციებით;

  • ვუწევთ ორგანიზებას ტრენინგებს;
  • ხშირად ჩვენ ვართ დამაკავშირებელი რგოლი სილამაზის სალონებსა (რომლებიც ჩვენი კლიენტები არიან) და ფრჩხილის ოსტატებს (რომლებიც ასევე ჩვენი კლიენტები არიან) შორის.


ჩვენი კრედო


სიყვარული

ჩვენი კომპანია დაფუძნებულია სიყვარულზე ჩვენი მომხმარებლების, პროდუქციის და საქმიანობის მიმართ. ჩვენი გუნდის ყველა წევრს უყვარს თავისი საქმე და მასში თავის სულს დებენ. სწორედ ეს არის ის, რაც განასხვავებს ჩვენს კომპანიას დანარჩენებისგან. სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების საიდუმლო.


სილამაზე

ჩვენი კომპანია მოღვაწეონს სილამაზის ინდუსტრიაში და აერთიანებს ყველას, ვისაც სურს იყოს ლამაზი და ვინც ქმნის სილამაზის, და ეს არის ჩვენი მისია - დავეხმაროთ ჩვენს ქალბატონებს განიცდონ ესთეტიკური სიამოვნება.

ჩვენ ყოველთვის თვალყურს ვადევნებთსიახლეებს და მოდის ტენდენციებს მსოფლიოში, ვცდილობთ წარმოგიდგინოთ ფრჩხილების სერვისის სფეროში უკანასკნელი მოვლენები და გვინდა, რომ საქართველოში ქალბატონები არ ჩამორჩნენ მოდას, ხოლო ფრჩხილების ოსტატებმა თავი იგრძნონ პროფესიონალებად.


ჩვენი გუნდი


ელენა ბერეჟნაია


მანანა გოცირიძე


ქეთი ჯიშიაშვილი


ევგენი იაკოვენკო


ნელი რახანიანი


ჯონდო ბოგვერაძე


ილია ბერიძე